Featured

დისკრიმინაციის და პოზიტიური დისკრიმინაციის ზღვარზე

მარინა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირის მშობელია. ის 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ მსვლელობაში იღებს მონაწილეობას. ამჯერად  მარტოა მოსული, რადგან ნინიკო დღის ცენტრშია. საღამოობით და შაბათ-კვირას კი ცდილობს, ყველგან წაიყვანოს, სადაც თავად დადის. ნინიკო მეოთხე წელია დღის ცენტრში დადის, რომელის 8 სახელოსნოსაც შრომითი თერაპიის დატვირთვა აქვს. ის მეორადი ქაღალდების გადამუშავების სახელოსნოში საქმიანობს. …

Continue reading დისკრიმინაციის და პოზიტიური დისკრიმინაციის ზღვარზე

Featured

დეინსტიტუციონალიზაცია – სწორი ნაბიჯი

დეინსტიტუციონალიზაცია შესაძლებელია. აშშ-ს ათ შტატსა და ვაშინგტონში დიდი ინსტიტუციები აღარ არსებობს. აქ იპოვეს შშმ და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების ინკლუზიისა და უშუალოდ საზოგადოებაშივე მათზე ზრუნვის გზები. დანარჩენი შტატები აგრძელებენ სხვადასხვა დაწესებულებისა თუ სერვისის შექმნას ინსტიტუციებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახების უმრავლესობას ურჩევნია საოჯახო ტიპის სერვისით ისარგებლოს. საქართველოს მოქალაქეებს საოჯახო ტიპის საცხოვრებლების შესახებ ინფორმაციაც კი მწირი აქვთ. …

Continue reading დეინსტიტუციონალიზაცია – სწორი ნაბიჯი

Featured

დეინსტიტუციონალიზაცია – დაუსრულებელი საქმე

წარმოგიდგენთ სტატიათა სერიას ინსტიტუციების დეფინიციის, დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობის, ინსტიტუციებიდან საოჯახო ტიპის საცხოვრებლებზე ტრანზიციის პროცესის, შშმ და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირების უფლებების და ამ კუთხით სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  სტატიათა სერია დაყრდნობილია NCD.gov-ის მიერ მომზადებულ სტატიაზე და საქართველოს პრაქტიკაზე. შესავალი: დეინსტიტუციონალიზაცია - დაუსრულებელი საქმე სახელმწიფო ინსტიტუციების და სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებების დახურვა, რომლებიც ემსახურებიან შშმ პირებს, …

Continue reading დეინსტიტუციონალიზაცია – დაუსრულებელი საქმე

Featured

ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები (ნაწ. VI)

სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს ის დღე, როცა იმ საზოგადოებაში მოვხვდი, სადაც თავი მოეყარათ ფსიქიკური აშლილობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების მხარდამჭერებს/მშობლებს. ჩვენს ორგანიზაციას „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ჰქვია და აერთიანებს ფსიქიკური პრობლემებისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარების მშობლებს. ეს ორგანიზაცია ჩემი მეორე სახლია, მეორე ოჯახი, სადაც სიმშვიდე ვიპოვე, ხოლო უამრავ კითხვაზე - პასუხი, ახალი მეგობრები შევიძინე, …

Continue reading ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები (ნაწ. VI)

Featured

მოვითხოვთ საჯარო ბოდიშის მოხდას იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ

მოძრაობა ცვლილებებისთვის წევრი მშობლის, ლია ტაბატაძის განცხადება გოგი თოფაძის გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც მან დაუნის სინდრომი და დაუნის სინდრომის მქონეები უარყოფით კონტექსტში მოიხსენია.  "ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, რომლის უკან კიდევ ასობით მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ჩვენი უამრავი მხარდამჭერი მოქალაქე დგას. აქამდეც არაერთ საჯარო პირს დაუშვია მსგავსი შეცდომა, როდესაც სიტყვა „დაუნი“ დამაკნინებელ …

Continue reading მოვითხოვთ საჯარო ბოდიშის მოხდას იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ

Featured

ქვეყანა, სადაც უპრობლემო ადამიანები უყვართ

რამდენიმე წლის უკან ჩემი შვილის სინდრომის განკურნების გზა იპოვეს - თაგვებში. კვლევამ ადამიანებში ვერ გადმოინაცვლა. „წამლის“ ტვინამდე მიყვანის გზები ვერ იპოვეს. გუშინ წავიკითხე, სულ ახლახან  ერთი ასეთი სატრანსპორტო საშუალება აღმოუჩენიათ - კვლევა კვლავ თაგვებში ჩატარდა. ალბათ უნდა მიხაროდეს. ეს ნიშნავს, რომ ოდესმე ადამიანებს განკურნავენ სინდრომისგან, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ყირაზე აყენებს და  მძიმე ჯანმრთელობისა თუ სოციალურ-ეკონომიკური, …

Continue reading ქვეყანა, სადაც უპრობლემო ადამიანები უყვართ

Featured

ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები ნაწ. V

მოკვდავის ენას არ შეუძლია ბორკილახსნილი ტუსაღის ბედნიერება აღწეროს. ამ ბედნიერებას თურმე მიჩვევა უნდა, სწავლა უნდა, თითქოს ხელახლა შობ საკუთარ თავს. დიდხანს იბრძოლე დაკარგული სიმშვიდის დასაბრუნებლად. მე ამ გრძელ გზაზე ხან წავიფორთხილებდი, ხანაც ისეთი სიამაყით ვაგრძელებდი ბრძოლას, მიკვირდა ეს მე ვარ თუ ვიღაც სხვა, რომელიც მოხერხებულად ჩასახლებულა ჩემს ცნობიერებაში და მოდუნების საშუალებას არ მაძლევსთქო. მეც ვცდილობდი …

Continue reading ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები ნაწ. V

Featured

აუტისტი ბავშვების მშობლები განტვირთვას იმსახურებენ!

ექიმი სარა ბაუერი თავის ბლოგში "აუტისტი ბავშვების მშობლები განტვირთვას იმსახურებენ!"ყურადღებას ამახვილებს აუტისტი ბავშვების დედების სტრესზე.   მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შვილის აღზრდაში ორივე მშობელი იყოს ჩართული, დედები უფრო მეტ წნეხს განიცდიან, რადგან ისინი არიან ძირითადი მზრუნველები და ამასთანავე სხვა ყოველდღიურ პრობლემებთანაც უწევთ გამკლავება.   სარა ბაუერი საუბრობს იმ გზებზე, რომელიც დედებს სტრესს შეუმსუბუქებდა. …

Continue reading აუტისტი ბავშვების მშობლები განტვირთვას იმსახურებენ!

Featured

რა ელით მშობლების გარეშე დარჩენილ ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირებს

მოძრაობა ცვლილებებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მშობლების ქსელია. მისი წევრები მხარს ოჯახური ტიპის საცხოვრებლებს უჭერენ, როგორც ინსტიტუციების საუკეთესო ალტერნატივას, სადაც,  რომ მათი შვილები ისევე კარგად იგრძნობენ თავს, როგორც საკუთარ ოჯახებში. როცა ქალბატონ ნანას მეუღლე გარდაეცვალა, მისი შვილი სულ რამდენიმე თვის იყო. ახალი ძალების მოკრება ძალიან გაუჭირდა, თუმცა როდესაც გადაწყვიტა, რომ ცხოვრება …

Continue reading რა ელით მშობლების გარეშე დარჩენილ ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირებს

Featured

ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები ნაწ. IV

22 სექტემბერი საკრალური თვე და რიცხვია ჩემთვის. ამ დღეს სცადა პირველი, სერიუზულად სახიფათო თვითმკვლელობა კობამ - ყელის ორივე მხარეს მძიმე დაზიანებები მიიყენა სამართებლით. რაფერალურ საავადმყოფოში გაუკეთეს ოპერაცია - გადარჩა. ქირურგმა მითხრა 2 მილიმეტრით ასცდა ჭრილობა საძილე არტერიასო. ზემოთ სერიოზული ვახსენე, „არასერიოზული“ (ნაკლებსახიფათო) კი ის უამრავი ჭრილობაა, რომლებიც უხეშ ნაწიბურებად შემორჩა მის ნაწამებ სხეულს: მაჯებზე, გულმკერდის …

Continue reading ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები ნაწ. IV

Featured

რევოლუციური პროგრამა – ღია დიალოგი და მისი მსგავსი სერვისი საქართველოში

ღია დიალოგი - ასე ჰქვია რევოლუციურ პროგრამას, რომელსაც უკვე ათასობით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი სიცოცხლეს და მშვიდ ცხოვრებას უმადლის. ერთ-ერთი მათგანი, 49 წლის სუზან ჩაპმანი წლებია დეპრესიას და ბიპოლარულ აშლილობას უჩიოდა. ის რამდენჯერმე მივიდა თვითმკვლელობის მცდელობამდე, თუმცა პროგრამის წყალობით ახლა საკუთარ დაავადებას სრულად აკონტროლებს. ღია დიალოგი განკუთვნილია მწვავე ფსიქოზისა და სუიციდური მიდრეკილებების მქონე ადამიანებისთვის. ასეთი …

Continue reading რევოლუციური პროგრამა – ღია დიალოგი და მისი მსგავსი სერვისი საქართველოში

Featured

ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები ნაწ.III

გთავაზობთ მოძრაობა ცვლილებებისთვის წევრის, მარინა კალანდაძის ჩანაწერების მესამე ნაწილს. მარინა ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირის მშობელია და თავის განცდებსა და გამოცდილებაზე საუბრობს.დღეს ღვთისმშობლის დაბადების დღეა, ხალხი რომ მარიამობას ეძახის (არა მგონია რომ სწორია). მახათას მთაზე მორიგი უზარმაზარი, გრანდიოზული ეკლესია აღუმართავთ, ჯერ კიდევ მშენებარეა, მაგრამ ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით დიდი თავყრილობაა. ცნობილი ბარიტონი და ქველმოქმედი, „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე …

Continue reading ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები ნაწ.III

Featured

ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები ნაწ. II

„დილა თითქოს ბაღში შეყუჟულა ხოხბის ლაპრივით“, რა მშვიდი და საამურია. შემოდგომის ესოდენ უჩვეულო მზის მცხუნვარებამ თავი მომაბეზრა, თუმცა ურეკში... რა კარგი იქნებოდა ახლა ურეკში - ლაჟვარდოვან ტალღებში ნებივრობა, ცხელი მაგნიტური ქვიშის აბაზანები... დღეს გიორგის ველოდებით, კობას ექიმს, გულისხმიერ ადამიანს, ჩვენს მხსნელს და იმედს. კობას მძიმე მდგომარეობით საოსწარკვეთილს, აღარ ვიცოდი რა მექნა, ვისთვის მიმემართა, სად და …

Continue reading ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები ნაწ. II

Featured

ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები – ნაწ.I

შემოდგომის უჩვეულოდ ცხელი დღეების ჯარი დგას. ვცდილობ მცხუნვარე მზის სხივებს თავის ავარიდო, პრობლემები და რუტინა ცოტა ხნით მაინც დავივიწყო და დავრჩე მარტო საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან, დარდთნ და იმედთან, რომელიც ხან ვარდისფერია და ხანაც ისეთი თალხი და მრუმე, რომ შიში ამიტანს ხოლმე. როდესაც საკუთარ სამყაროში ვღრმავდები, სულის ტკივილები მიყუჩდება და ადამიანთა ადამიანობაზე დაკარგული რწმენა მიბრუნდება. …

Continue reading ეგზისტენციალური ქრონიკები ანუ პასუხგაუცემელი კითხვები – ნაწ.I

Featured

შეხვედრა “ხელი ხელს”-ის წარმომადგენლებთან

ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, "მოძრაობა ცვლილებებისთვის" ქსელის წევრ მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მოწვეული სტუმარი, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის, "ხელი ხელს" დამფუძნებელი, მაია შიშნიაშვილი შეხვდა. მასთან ერთად ტრენინგს გაუძღვა თბილისის საოჯახო ტიპის საცხოვრებლის ბენეფიციარი, გიორგი ალიაშვილი. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ინკლუზია და ინტეგრაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და გამოწვევები, …

Continue reading შეხვედრა “ხელი ხელს”-ის წარმომადგენლებთან

Featured

“მოძრაობა ცვლილებებისთვის” ორგანიზებით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ორშაბათს, 16 ნოემბერს, "მორაობა ცვლილებებისთვის" ინიციატივითა და აქტიური ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მშობლებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა "პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის" დირექტორი, გია კაკაჩია. მან ისაუბრა მშობლებისთვის საინტერესო არაერთ თემაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი დღეისათვის ქვეყანაში არსებულ სერვისებზე, სტანდარტებსა და პროცედურებზე გაამახვილა. მან საუბარი განავრცო და უპასუხა მშობლების შეკითხვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ფსიქიკური …

Continue reading “მოძრაობა ცვლილებებისთვის” ორგანიზებით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

Featured

„მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ალეკო ელისაშვილის დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმიანება

ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა და მშობლების ქსელი „მოძრაობა ცვლილებებისთვის” ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება. „7 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „არჩევანი“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა  გამოიყენა ფრაზა „თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ“. ფსიქიკური და ინტელექტუალური  დარღვევების მქონე პირთა და მშობლების ქსელი „მოძრაობა ცვლილებებისთვის”, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა ორგანიზაციები  ფსიქიკური …

Continue reading „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ალეკო ელისაშვილის დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმიანება

Featured

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული საქართველოში

ყველას აქვს უფლება პატივსა და ღირსებაზე - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, 10 ოქტომბერს. მან ხაზი გაუსვა, რომ ადამიანები, რომელთაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, იმსახურებენ გრძნობდნენ პატივისცემას, რის გარეშეც ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრება წარმოუდგენელია. ახალი, 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმის უპირველესი მიზანიც ყველა ადამიანისთვის ღირსეული და თანასწორი გარემოს შექმნაა. ამ …

Continue reading ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული საქართველოში

კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

"მშობელთა თემის მობილიზებისა და გაძლიერებისათვის" ასე ქვია პროექტს რომელიც კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის მიერ საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით განხორციელდა. პროექტი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს 6 რეგიონს მოიცავდა . კოალიციამ პროქტის მიმდინარეობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წევრებთან იმუშავა. პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. https://www.youtube.com/watch?v=VEWs53PXs90

პროექტის “მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის პროექტის "მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერითა და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ჩართულობით განხორციელდა. მიზანი საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა თემის გაძლიერება იყო. https://www.youtube.com/watch?v=wwL0vrb5DzM

პირველი ლედის პატრონაჟით კოალიციამ შშმ პირთა მშობლების გაძლიერებისათვის პროექტი განახორციელა

პრეზიდენტის სასახლეში პირველი ლედის მხარდაჭერით კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის პროექტ "მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროქტის ფარგლებში კოალიციამ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა თემთან იმუშავა. https://www.youtube.com/watch?v=Ru8bf5HGwI8

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და “მოძრაობა ცვლილებებისთვის”

კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის გამგეობის წევრი ლია ტაბატაძე სტუმრად გადაცემაში საუბარი თავისუფლებაზე https://www.youtube.com/watch?v=KDpqnd2KfPM

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოძრაობა ცვლილებებისთვის წევრებმა შეხვედრა გამართეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს 2018 წელს შშმ პირთა საკითხებზე განსახორციელებელი პროექტების საჭირიროებები და მასში მუნიციპალიტეტის ჩართულობა. შეხვედრა გაიმართა პროექტის “მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება” ფარგლებში რომელიც ხორციელდება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით.